понедельник, 24 июня 2019 г.

საკუთარი პრაქტიკის კვლევა


კვლევის სათაური: წაკითხული ტექსტის გააზრების პრობლემები და
გაუმჯობესების გზები

სსიპ ოზურგეთის მუნიციპ.
დაბა ნარუჯის საჯარო სკოლის
დაწყებითი საფეხურის პედაგოგი
ხათუნა ღლონტი






                      სარჩევი
შესავალი---------------------------------------------------------------------გვ.3
სიტუაციის ანალიზი და საკვლევი საკითხი---------------------------გვ.3
კვლევის ამოცანა----------------------------------------------------------გვ.4
ლიტერატურის ანალიზი------------------------------------------------გვ.5
მონაცემთა შეგროვება-----------------------------------------------------გვ.8
მონაცემთა ანალიზი------------------------------------------------------გვ.9
კვლევის მიგნებები------------------------------------------------------გვ.14
შესაძლო ინტერვენციები--------------------------------------------გვ.14
განხორციელებული ცვლილებები----------------------------------გვ.15
ინტერვენციების შეფასება-------------------------------------------  გვ.16
დასკვნა----------------------------------------------------------------გვ.17
დანართი---------------------------------------------------------------გვ.18
რეფლექსია------------------------------------------------------------გვ21







   შესავალი
წინამდებარე კვლევის ანგარიში ასახავს ჩემ მიერ განხორციელებული პრაქტიკის კვლევას, რომელიც ჩავატარე სსიპ დაბა ნარუჯის საჯარო სკოლის მეოთხე კლასში
ამ სკოლაში ვმუშაობ 2000 წლიდან და ვასწავლი დაწყებითი საფეხურის კლასებს(1-4)მშობლიური ენის შესწავლა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია განათლების მიღებისას. ქართული ენის შესწავლის პროცესში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს კითხვის უნარების ეფექტურად დაუფლებას.კერძოდ, წაკითხული ტექსტის გააზრებას
კითხვის უნარის დროულ და შეუფერხებელ განვითარებაზე მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული პიროვნების წარმატება საზოგადოებაში, მისი დამოუკიდებლობა.
კითხვის სწავლა , კერძოდ, წაკითხულის გააზრება ბავშვობის ასაკის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიღწევაა.
ამიტომ, გადავწყვიტე საკუთარი პრაქტიკა მეკვლია მეოთხე კლასში და საკვლევ თემად ამეღო კითხვის უნარ-ჩვევის ერთ-ერთი კომპონენტი-წაკითხული ტექსტის გააზრება

სიტუაციის ანალიზი და საკვლევი საკითხი
პრაქტიკის კვლევის ჩატარება გადავწყვიტე მე-4 კლასში, რომელსაც უკვე მეოთხე წელია რაც ვასწავლი ანუ კვლევის სამიზნე ჯგუფია მე-4 კლასელები
 კლასში სწავლობს 16 მოსწავლე მათ შორის არც ერთი არაა სსსმ მოსწავლე
კლასი არის  საშუალო სტატისტიკური მონაცემების. კლასის მესამედი არის მაღალი მონაცემების მქონე, მესამედი- საშუალო, ხოლო მესამე მესამედი-სუსტი მონაცემების მქონე
საკვლევი საკითხის არჩევა განაპირობა მისმა აქტუალობამ. მოსწავლეები პირველი კლასიდან სწავლობენ კითხვას. კითხვის დაუფლების პროცესი საკმაოდ რთული და ხანგრძლივია  ბევრი ბავშვისათვის, რადგან კითხვისთვის სხვადასხვა საბაზისო უნარებია საჭირო.
მოსწავლეებს საწყის ეტაპზე არ უჭირთ დეკოდირების პროცესი, რაც გრაფო-ფონემური შესატყვისობის დადგენას გულისხმობს.
ასაკის მატებასთან ერთად კი კითხვა იზოლირებულ ჩვევას აღარ წარმოადგენს,არამედ ურთიერთდაკავშირებული უნარების ერთობლიობაა, რომელიც დროსთან და ასაკთან ერთად მტკიცდება.
დაწყებით საფეხურზე კითხვა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საყრდენია,
რომელზეც უნდა დაშენდეს არა მარტო ქართულის, არამედ სხვა საგნის მიღწევები.
საკვლევი საკითხი ჩამოვაყალიბე შემდეგნაირად:ქართული ენის სახელმძღვანელოებში გვხვდებოდა მხატვრული და საინფორმაციო ტიპის ტექსტები, რომელთა დამუშავებისას ვაწყდებოდით გარკვეულ სირთულეებს.კითხვის კომპონენეტებიდან გამოვყავი ერთ-ერთი- წაკითხული ტექსტის გააზრება. გადავწყვიტე მეკვლია პრობლემები ამ კომპონენტის ირგვლივ, მათი გამომწვევი მიზეზები, დაგვედგინა ინ გზების ეფექტურობა , რომელიც კვლევის ფარგლებში შევარჩიე.
ამრიგად, კვლევის მიზანი განვსაზღვრე შემდეგნაირად:რა უშლის მოსწავლეებს ხელს წაკითხული ტექსტის გააზრებაში და დამესახა წაკითხული ტექსტის გააზრების გაუმჯობესების გზები
კვლევაში მონაწილეობაზე ინფორმირებულები იყვნენ მოსწავლეები და მშობლები, მათ გავაცანიკვლევის მიზნები და საქმიანობა, ჩემ მიერ განხორციელებული ინტერვენციები არ შეიცავდა არანაირ რისკს და პირადი მონაცემები მხოლოდ ზოგად ნაწილში იქნებოდა გამოყენებული და არ დაექვემდებარეეეებოდა გამოყენებას.

კვლევის ამოცანა
როგორც მოგახსენეთ-კვლევის მთავარი კითხვა ჩამოვაყალიბე შემდეგნაირად:
რა არის დაწყებით საფეხურზე წაკითხული ტექსტის სუსტი გააზრების მიზეზი?
მთავარ კითხვაში აღნიშნული პრობლემის მიზეზების დადგენაში დაგვეხმარება შემდეგ ქვეკითხვებზე პასუხის გაცემა:
ü  ფლობს თუ არა მოსწავლე გაწაფული კითხვის უნარს?
ü  ამყარებს თუ არა მოსწავლე ტექსტის ნაწილებს შორის კავშირს?    
ü  როგორი ტიპის ტექსტის გააზრება უადვილდებათ მოსწავლეებს?
ü  არის თუ არა ეფექტური სხვადასხვა ტიპის სტრატეგიების გამოყენენება წაკითხული ტექსტის გასააზრებლად?
ü  უზიარებენ თუ არა ერთმანეთს გამოცდილებასმასწავლებლები ტექსტის გააზრების პროცესში წამოჭრილისირთულეებისა და გადაჭრის გზების შესახებ?
ü  კითხულობენ თუ არა მოსწავლეები კლასგარეშე ლიტერატურას?
ü  როგორია მშობელთა ჩართულობა კითხვის პროცესში?

ლიტერატურის ანალიზი
განათლების რეფორმის ერთ-ერთი მიზანი მოაზროვნე, აქტიური მკითხველის ჩამოყალიბებაა. ამისთვის ზრუნვა სწავლების ადრეული საფეხურიდანვე უნდა დავიწყოთ. თუ ბავშვს იმთავითვე გავუღვივეთ კითხვის სიყვარული, ის მას მთელი ცხოვრება გაჰყვება. კითხვა მოზარდს საკუთარი თავისა და სამყაროს შეცნობაში ეხმარება. კარგ მკითხველად ჩამოყალიბებას ხელი უნდა შევუწყოთ ქართულის გაკვეთილზე, დავაუფლოთ მოზარდი კითხვის ტექნიკასა და გააზრებულ კითხვას
.2006-2007 წლებში საქართველოს განათლების სისტემაში მნიშვნელოვან ცვლილებას ჩაეყარა საფუძველი.საქართველო მონაწილეობას იღებს წიგნიერების საერთაშორისო კვლევაში , რომელსაც (PIRLS) ორგანიზაცია ატარებს. მისი მიზანია 8-10 წლის ბავშვთა კითხვის უნარის შეფასება.
საქართველო საერთაშორისო კვლევების იმ პერიოდში ჩაერთო, როდესაც განათლების სისტემაში სერიოზული რეფორმები დაიწყო.რეფორმები  მოიცავდა სასწავლო გეგმებსა და პროგრამებს, შეფასების სისტემას,ხალი სახელმძღვანელოების შექმნას
გამოცდებიის ეროვნულმა ცენტრმა, რომელიც საერთაშორისო  კვლევებში მონაწილეობდა წარმოგვიდგინა (PIRLS)-ის შედეგები წიგნიერებასთან დაკავშირებით.
რას და როგორ კითხულობენ 9-10 წლის ბავშვები საქართველოშირა ფაქტორები უწყობს ხელს ჩვენს ქვეყანაში კითხვის უნარის განვითარებას დარამდენად ვუსწრებთ თუ ჩამოვრჩებით ამ კუთხით კვლევაში მონაწილე სხვა ქვეყნებს?
საქართველომ პირველად ამ კვლევაში მონაწილეობა 2006 წელს მიიღოქართველმა მოსწავლეებმა საკმაოდ მოკრძალებული შედეგები აჩვენეს
ამ კვლევის მიხედვით საქართველოს საშუალოზე დაბალი მაჩვენებელი აქვს. ქართველი ბავშვები მხატვრულ ტექსტს უფრო უკეთ იაზრებენ , ვიდრე საინფორმაციოს, თუმცა ორივე შემთხვევაში ეს მაჩვენებელი საშუალოზე დაბალია.მოსწავლეები უფრო ადვილად იაზრებენ იმ ინფორმაციას , რომელიც ტექსტში ექსპლიციტურად არის მოცემული, ხოლო ინტეგრირება კი უჭირთ 2016 წელს კი კვლევაში ჩაერთო 200 სკოლა, 5700 მშობელი, 200 დირექტორი. კვლევის შედეგები კი ასეთი იყო: მოსწავლეები ამ შემთხვევაშიც უკეთ იაზრებდდნენ მხატვრულ ტექსტებს,  ინტერპრეტაცია, ინტეგრაცია და შეფასება უკეთ  გამოსდით , ვიდრე ინფორმაციის ამოცნობა და დასკვნის გამოტანა.გოგონებს უკეთესი შედეგები ჰქონდათ ვიდრე ბიჭებს, ასევე განსხვავდებოდა სოფლისა და ქალაქის სკოლის მოსწავლეების მაჩვენებლებიც.(./https://www.naec.ge/?fbclid=IwAR1aZCzsTKBHkmmB5Z0z9BZsXx_bNGxzXwsMFGOUV2cGNdSrg_CdIVCZe9k#/ge/post/1496)
ეროვნული სასწ. გეგმის მიხედვთ-„კითხვის სწავლების საბოლოო მიზანია წაკითხულის გააზრება, რაც გულისხმობს მკითხველის აქტიურ მონაწილეობას კითხვის სამივე ეტაპზე:კითხვის დაწყებამდე, კითხვის დროს და კითხვის შემდეგ.კითხვის ტექნიკის სრულყოფა მოსწავლეებს საშუალებას მისცემს გახდნენ გაწაფული მკითხველები, გაიგონ და გაიაზრონ წაკითხული. წაკითხულის გაგება-გააზრება მნიშვნელოვანწილადაა დამოკიდებული ლექსიკურ მარაგზე,რაც უფრო მდიდარია მოსწავლის ლექსიკური მარაგი, მით უფრო წარმატებულია როგორც მკითხველი, ზეპირი და ბეჭდური ვერბალური ტექსტების გარდა, მუშაობა უნდა წარიმართოს ასევე მულტიმედიური ტექსტების კითხვა-გაგების მიმართულებითაც, რაც ხელს უწყობს მოსწავლეებში ზოგადი წიგნიერების განვითარებას.“(ეროვნული სასწავლო გეგმების პორტალი“)
თვით ტერმინი წაკითხულის გააზრება შეიძლება განისაზღვროს როგორც აზროვნების აქტიური პროცესი, რომლის საშუალებითაც მკითხველი თვითონ აგებს წაკითხულის მნიშვნელობას ტექსტში გადმოცემული ინფორმაციისა და აზრის უფრო ღრმად გასაგებად,ტექსტის გაგების მიზნით მკითხველმა თავისი გამოცდილებიდან უნდა ამოირჩიოს და გამოიყენენოს ტექსტის შესატყვისი ინფორმაცია და ამავე დროს კითხვისას მიღებული ინფორმაცია მოაწესროგოს, გაიაზროს და ინტერპრეტაცია გაუკეთოს . ტექსტის ეფექტური ინტერპრეტაცია გულისხმობს
ა) სიტყვების დეკოდირებას და ამოცნობას
ბ)ტექსტიდან მიღებული ინფორმაციის დაკავშირებას საკუთარ გამოცდილებასთან
გ) წაკითხულის სტრატეგიების გამოყენებას“მთავარი იდეის გამოყოფას, ტექსტის ნაწილებს შორის მიმართების დადგენას, კითხვების დასმას, დასკვნების გაკეთებას და წინასწარმეტყვლებას( როგორ ვასწავლოთ კითხვა“პიტერ ვესტვუდი 2008 ACERpress თარგმანი თამარ გაგოშიძე გვ98)
წაკითხულის გააზრებისას ძლიერი უნარის მქონე მკითხველი მრავალ კოგნიტურ სტრატეგიას იყენებს. მაგ: როცა მკითხველი  ლიტერატურულ ტექსტს ამუშავებს, ხშირად იყენებს წარმოდგენასა და წარმოსახვას-წაკითხული სცენების, გმირების, მოქმედების ვიზუალიზაციას. გარდა ამისა , ის ცდილობს გასცეს პასუხი იმ კითხვებს რომელიც მას წაკითხვამდე დაებადა, აკონტროლოს რა გაიგო და რა ვერა, კრიტიკულად გაიაზროს, შეესაბამება თუ არა დასკვნები იმას რაც ტექსტშია მოცემული. ამავე დროს კარგ მკითხველს შეუძლია წაკითხულიდან ძირითადი აზრის შეჯამება.
ამრიგად, კარგ მკითხველს შეუძლია:
ა) ტექსტის სხვადასხვა ნაწილში მოცემული ინფორმაციის დაკავშირება
ბ)ტექსტის სხვადასხვა ნაწილების დაკავშირება
გ)ფაქტების გახსენება და დამახსოვრება
დ)წაკითხულის შეფასება
ე) საკუთარი აზრის, დასკვნისა და ვარაუდების არგუმენტირებულად დასაბუთება
(„ როგორ ვასწაცლოთ კითხვა“ პიტერ ვესტვუდი 2008 ACERpress თარგმანი თამარ გაგოშიძე გვ99)
კითხვის უნარების განვითარებაზე გავლენას ახდენს შემდეგი ფაქტორები:საზოგადოება, ოჯახი, მასწავლებელი და სკოლა .კვლევების მიხედვით
კითხვაში მაღალი მიღწევები აქვს იმ მოსწავლეებს, რომელთა მშობლებს კითხვა სიამოვნებას ანიჭებს და ხშირად კითხულობენ , რომელთა ოჯახებში ბევრი წიგნია,რომლებიც ადრეული ასაკიდანვე ჩართულნი არიან წიგნიერებასთან დაკავშირებულ აქტივობებში. მაგ: თამაშები ასოებისა და სიტყვების გამოყენებით.მშობლები არიან პირველი მასწავლებლები, რომლებიც ყველაზე მეტ დროს ატარებენ შვილებთან.ისინი ბავშვებს უქმნიან ინტელექტუალურ სტიმულსა და ემოციურ ატმოსფეროს, რაც აუცილებელია კითხვის შესწავლაში წარმატებისათვის.როგორც არმოჩნდა ოჯახური გარემო გაცილებით მეტ კავშირშია ბავშვის აკდემიურ მიღწევებთან სკოლაში, განსაკუთრებით კი კითხვის შესწავლაში, ვიდრე ზოგად თუ ვერბალურ უნარებთან.ისეთი სტრატეგიები, როგორიცაა ერთობლივი კითხვა, ხმამაღალი კითხვა,ნაბეჭდი მასალის ხელმისაწვდომობა და კითხვის მიმართ პოზიტიური დამოკიდებულების ჩამოყალიბება-მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ბავშვის მიერ კითხვის უნარის შეძენაზე( „როგორ ვასწავლოთ კითხვა“ჯემსა ა.ნამდი თარგმანი ნათია მჟავანაძე)
მასწავლებლის როლი განისაზღვრება იმით რომ ისინი იყენებენ სხვადასხვა სტრატეგიას, რათა გაზარდონ მოსწავლეთა მოტივაცია
ამრიგად, ამ საოცარი უნარის დროულ და შეუფერხებელ განვითარებაზე მნიშვნელოვნადაა  დამოკიდებული პიროვნების წარმატება საზოგადოებაში, მისი დამოუკიდებლობა . კითხვის სწავლა და შემდგომში კითხვა სწავლისთვის ბავშვობის ასაკის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიღწევაა.
მონაცემთა შეგროვება
კვლევის ვადები
აქტივობა
დეკემბერი
იანვარი
თებერვალი
მარტი
აპრილი
მაისი
ივნისი
პრობლემის იდენტიფიცირება
x






კვლევის სავარაუდო გეგმის შემუშავება

x





ფოკუს -ჯგუფი

x





კითხვარის შედგენა და დამუშავება


x




შედეგების ანალიზი



x



ინტერვენციები




x


ინტერვენციების შედეგების ანალიზი





x

პრეზენტაცია






x
                                                                                                                                               
გეგმა
კვლევის სანდოობის გაზრდის მიზნით მონაცემთა შეგროვების მიზნით გამოვიყენე ფოკუსირებული დაკვირვება გაკვეთილზე, ფოკუს-ჯგუფთან შეხვედრა, კითხვარი და ინტერვიუ.
ფოკუს-ჯგუფი ჩატარდა დ. ნარუჯის საჯარო სკოლის დაწყებითი საფეხურის ქართული ენის მასწავლებლებთან. მისი მიზანი იყო ზოგადი ფონის შესწავლა წაკითხული ტექსტის გააზრებაში, რაც დამეხმარა კვლევის სწორად წარმართვასა და კითხვარის მომზადებაში.
კითხვარი მომზადდა მეოთხე კლასის მოსწავლეთათვის და მშობლებისათვის.
მონაწილეობა მიიღო ყველა მშობელმა და მოსწავლემ. კითხვარი შეავსეს ინტერესით და მიმაჩნია , რომ კითხვარები ქმნის ზოგად წარმოდგენას მშობლების დამოკიდებულებისა წიგნიერებისადმი და მათ როლზე კითხვის უნარების გაუმჯობესებაში დაწყებით საფეხურზე.
ინტერვიუმ სკოლის სკოლის ბიბლიოთეკართან მომცა საშუალება გამესაზღვრა რამდენად ხშირად სარგებლობდნენ სკოლის ბიბლიოთეკით მოსწავლეები, რა ტიპის წიგნებს ანიჭებენ უპირატესობას და რამდენი აქტიური მკითხველი ჰყავს სკოლას.რამდენად აკმაყოფილებს სკოლის ბიბლიოთეკის ფონდი მოსწავლეთა მოთხოვნებს.
ფოკუსირებული დაკვირვება გაკვეთილზე ტექსტის გააზრებასთან დაკავშირებული სტრატეგიებისგამოყენება და მათი ეფექტიანობის დადგენა. დავაკვირდი მეოთხე კლასის მოსწავლეების მირ ტექსტის გააზრების პროცესში გამოყენებულ სტრატეგიებს და მათ ეფექტურობას.

მონაცემთა ანალიზი
დიაგნოსტიკური ტესტირება -შესასწავლი პრობლემის წარდგენის მიზნით ჩავატარე დიაგნოსტიკური ტესტირება შედეგები წარმოვადგინე დიაგრამის სახით
ფოკუს-ჯგუფის ანალიზის შედეგად გამოვლინდა, რომ პედაგოგთა უმრავლესობა აწყდება კლასში ტექსტის გააზრებასთან დაკავშირებულ პრობლემებს. აღნიშნავდნენ რომ ნაკლებია მშობელთა ჩართულობა კითხვის პროცესში, ასევე კითხვის ტემპიც მეტად მნიშვნელოვანია ტექსტის გააზრებისას.
ტექსტის გააზრების სირთულეეებს ნაკლებად აწყდებიან პირველ კლასში. პრობლემები უფრო მეტად შემდეგ კლასებში ექმნებათ, დიდი ზომის მქონე ტექსტების წაკითხვისას და ინფორმაციის დამუშავებისას მოსწავლეები აანალიზებენ იმ ინფორმაციას, რომელიც ტექსტში ექსპლიციტურადაა მოცემული, ხოლო დასკვნების გამოტანა და ინფორმაციის აღდგენა მოსწავლეებს უჭირთ.
ინტერვიუმ სკოლის ბიბლიოთეკართან გვიჩვენა რომ მოსწავლეები პასიური მკითხველები არიან,სასკოლო ბიბლიოთეკის მხატვრული წიგნების ფონდი განისაზღვრება 300 წიგნით. ინტერვიუს  დროს ბიბლიოთეკარმა აღნიშნა, რომ მოსწავლეებს მოსწონთ ილუსტრირებული წიგნები, უპირატესობას ანიჭებენ ზღაპრებსა და მოთხრობებს.
მშობელთა კითხვარის ანალიზისას აღმოჩნდა, რომ მშობლები ნაკლებ დროს უთმობენ ერთობლივ კითხვას, მცირერიცხოვანია საოჯახო ბიბლიოთეკა.ერთობლივი კითხვისას ძირითადი აქცენტი საგაკვეთილო მასალის კითხვაზეა გაკეთებული. მათი თქმით შვილების უმეტესობა თითქმის არ კითხულობს კლასგარეშე ლიტერატურას.
მოსწავლეთა კითხვარის ანალიზისას გამოიკვეთა თუ როგორ წიგნებს ანიჭებენ მოსწავლეები უპირატესობას,როდის იგებენ მოსწავლეები ტექსტს უკეთ, რა ხერხებს მიმართავენ წაკითხულის უკეთ გააზრებისთვის
ფოკუსირებული დაკვირვება- გაკვეთილზე დავაკვირდი მხატვრული და საინფორმაციო ტექსტების გააზრების პროცესს. კითხვის სხვადასხვა სტრატეგიების გამოყენებით მოსწავლეებმა იოლად და სწრაფად გაიაზრეს ის ინფორმაცია რაც ცხადი იყო, ასევე კითხვის სხვადასხვა სტრატეგიები ეხმარებათ მათ ანალზსა და დასკვნების გაკეთებაში

დიაგნოსტიკური ტესტირების შედეგები




მშობელთა კითხვარის შედეგები








 მოსწავლეთა კითხვარის შედეგები









კვლევის მიგნებები
მონაცემთა ანალიზისას გამოიკვეთა რამდენიმე მნიშვნელოვანი მიგნება:
Ø  გამოცდილების გაზიარების ნაკლებობა დაწყებითი საფეხურის პედაგოგებს შორის.
Ø  მშობელთა ნაკლები ჩართულობა კითხვის პროცესში
Ø  არასაკმარისი მხატვრული ლიტერატურა სკოლის ბიბლიოთეკაში
Ø  მოსწავლეთა პასიური  სარგებლობა სასკოლო ბიბლიოთეკით
Ø  წაკითხულის გააზრებისთვის კითხვის ეფექტური სტრატეგიების გამოყენება
შესაძლო ინტერვენციები
კვლევის პროცესში მიღებული ინფორმაციისა და მონაცემთა ანალიზის საფუძველზე შევიმუშავეთ ინტერვენციის რამდენიმე ვარიანტი:
Ø  თანამშრომლობის გაღრმავება კოლეგებთან. მოეწყოს სამუშაო შეხვედრები, სადაც კოლეგები ერთმანეთს გაუზიარებენ გამოცდილებას, გაზომავენ მოსწავლეთა მიღწევებს ტექსტის გააზრების მიხედვით
Ø  მშობელთა ჩართულობის გაზრდა კითხვის პროცესში
Ø  სკოლის ბიბლიოთეკის აქტიური მუშაობა მკითხველთა მისაზიდად
Ø  ბიბლიოთეკის წიგნების ფონდის გაზრდა
როგორც ლიტერატურის მიმოხილვაში  აღვნიშნეთ წაკითხული ტექსტის გააზრება მრავალი უნარის გაერთიანებას მოიცავს. ამ პროცესში ჩართულია მოსწავლე, მასწავლებელი მშობელი, საზოგადოება. მასწავლებელი მნიშვნელოვნად ეხმარება მოსწავლეებს სწავლის პროცესში, ასევე სკოლაც,  ბიბლიოთეკა წიგნების მრავალფეროვანი ფონდი მიიზიდავს მოსწავლეებს და ხელს შეუწყობს ჩამოყალიბდნენ ისინო აქტიურ მკითხველებად/
კითხვაში დახმარების მეთოდების ანალიზისას გამოიკვეთა რომ, წაკითხულის გააზრების გაუმჯობესება მნიშვნელოვნად არის შესაძლებელი თუ მოსწავლეებს მიზანმიმართულად ვასწავლით:
ა)გაგების მონიტორინგს
ბ)ძირითადი აზრის პოვნას
გ)კითხვისას შეკითხვების დასმას
დ) კითხვისას დასკვნების გამოტანას
დ)ტექსტის ნაწილების შეკავშირებას
ე)ძირითადი ინფორმაციის თხრობას
ვ)ძირითადი პუნქტების შეჯამებას

ჩატარდეს დიგნოსტიკური ტესტირები და შედეგების მიხედვით ვიმუშაოთ პრობლემურ კრიტერიუმზე .ამ მიზნით მოეწყოს შეხვედრები სამუშაო ჯგუფებში და გავუზიაროთ ერთმანეთს გამოცდილება
       განხორციელებული ცვლილებები
   ზემოთ მოცემული ინტერვენციის მაგალითები განვიხილე კოლეგებთან და ადმინისტრაციასთან. მოდელების განხილვის შემდეგ შევარჩიეთ და განვახორციელეთ შემდეგი ცვლილებები:
1.თანამშრომლობის გაღრმავება კოლეგებთან. მოეწყოს სამუშაო შეხვედრები, სადაც კოლეგები ერთმანეთს გაუზიარებენ გამოცდილებას, გაზომავენ მოსწავლეთა მიღწევებს ტექსტის გააზრების მიხედვით
 შეხვედრის მიზანი იყო მასწავლებლებმა ისე დაგეგმონ საკლასო აქტივობები, რომ მოსწავლემ მიიღოს ისეთი ცოდნა და გამოიმუშავოს ისეთი უნარები, რომელიც მას დასჭირდება და ხელს შეუწყობს წაკითხული ტექსტის გააზრებაში.შესაბამისი საგნობრივი სტანდარტის გაცნობა მასწავლებელს საშუალებას მისცემს გაითვალისწინონ და სიახლეები შეიტანონ გაკვეთილის დაგეგმვასა და შესაბამისი მიზნის მიღწევაში. ასევე გამოიკვეთა ის, რომ დაწყებითი საფეხურის მასწავლებლებს შორის არ ხდება გამოცდილების გაზიარება. სასურველია ხშირად იმართებოდეს სამუშაო შეხვედრები, სადაც მოხდება ინფორმაციის გაცვლა,ამ მიზნით მასწავლებლები დაესწრნენ ერთმანეთის გაკვეთილებს. შეაფასეს  თუ როგორ შეიძლება ტექსტის გააზრების გაუმჯობესება სხვადასხვა სტრატეგიების გამოყენებით
2.მშობელთა ჩართულობის გაზრდის მიზნით კლასში მოეწყო“ კითხვის საათი“, - „ერთი წიგნი ჩემი საოჯახო ბიბლიოთეკიდან“ რომელშიც მონაწილეობდნენ მშობლები, ისინი სხვადასხვა სახის ნაწარმოებებს უკითხავდნენ მოსწავლეებს, რომელიც მათი საოჯახო ბიბლიოთეკიდან იყო შეჩეული,მსჯელობდნენ მათთან ერთად წაკითხულზე.აქტივობის, პარტნიორული კითხვის, მიზანი იყო მშობელთა ჩართულობის გაზრდა კითხვის უნარების გაუმჯობესებაში.პრობლემის გადაჭრისას ერთობლივი გზის მოძებნა,
3. კითხვის უნარის სრულყოფისათვის გამოვიყენოთ სკოლის ბიბლიოთეკის ფონდი.
ბიბლიოთეკართან ერთად  დავგეგმეთ და მოვაწყვეთ შეხვედრებიბიბლიოთეკაში, იქვე წავიკითხეთ შერჩეული მხატვრული ლიტერატურა, მოვაწყვეთ გამოფენა. ასევე გაიმართა შეხვედრები თემაზე:“ჩემი საყვარელი წიგნი“, „რატომ უნდა წაიკითხოთ ეს წიგნი“ და ა.შ. გარდა სკოლის ბიბლიოთეკისა მოსწავლეებთან ერთად დავგეგმეთ ვიზიტი ოზურგეთის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში.
                       რეკომენდაციები
კვლევის ჯგუფმა შეიმუშავა რეკომენდაციები კითხვის უნარების გასაუმჯობესებლად
1.      საჭიროა თანამშრომლობის გაღრმავება პედაგოგებს შორის.
შემუშავდეს ქართულის მასწავლებლებს შორის რეგულარული, სამუშაო შეხვედრების გრაფიკი)
2.მშობელთა ჩართულობის გაზრდა კითხვის უნარების განვითარებაში. „პარტნიორული კითხვის გამოყენება“სკოლის გარდა  ბავშვებთან ერთად ოჯახურ პირობებში.
3.სკოლის ბიბლიოთეკის ფონდით აქტიური სარგებლობა.
ინტერვენციების შეფასება
ჩვენი შეფასების მიზანს წარმოადგენდა გაგვეგო რამდენად ეფექტური იყო ფოკუსჯგუფების მიერ შემუშავებული რეკომენდაციები;  დაეხმარება თუ არა მოსწავლეებს შეთავაზებული მიდგომები წაკითხული ტექსტის გააზრების შესაძლებლობის სრულად და ეფექტურად გამოვლენაში.
ამ კითხვებზე პასუხის მისაღებად ჩავატარეთ ინტერვიუები  მოსწავლეებთან და მასწავლებლებთან.ინტერვიუს შედეგებით მასწავლებლებმა აღნიშნეს რომ კითხვის პრობლემების ეფექტურად დაძლევისათვის აუცილებელია პრობლემის დროული იდენტიფიკაცია და ინტენსიური დახმარების აღმოჩენა მოსწავლეებისათვის. რაც უფრო ადრეულია დახმარება, მით მეტია შედეგი. დამხმარე სწავლებას თან ახლდა პერიოდული შეფასება შემდგომი აქტივობების დაგეგმვის მიზნით. სამუშაო შეხვედრებზე გავიხილეთ  კითხვის სხვადასხვა სტრატეგიები , მათი გამოყენების ინსტრუქციები და მასწავლებლებმაა აღნიშნეს რომ ეს სტრატეგიები მნიშნელოვნად ზრდის წაკითხული ტექსტის გააზრების ხარისხს, იზრდება მოსწავლეთა დაინტერესებაც და მოტივაციაც.
ასევე მნიშვნელოვანი იყო ჩვენთვის სკოლასთან ერთად ოჯახის აქტიური მონაწილეობა , საშინაო დავალებების მომზადებაში მშობლების ჩართულობაც. ოჯახურ სიტუაციაში „პარტნიორული კითხვისას“ ერთ-ერთი მშობელი ასრულებს პარტნიორის როლს. მშობლების გამოკითხვის შედეგად ასეთი კითხვა მათ დაეხმარა არა მარტო მეთვალყურის როლიდან ედევნებინათ თვალყური თავიანთი შვილებისათვის , არამედ თვითონაც აქტიურად ყოფილიყვნენ ჩართულნი კითხვის პროცესში.ისინი თავიანთი შვილების პარტნიორები იყვნენ და ერთობლივად კითხულობდნენ სხვადასხვა ტიპის ნაწარმოებებს. სკოლაში განხორციელებული „კითხვის საათი“ გამოიყენეს ოჯახურ პირობებში   საკითხავ წიგნებს ვარჩევდით მშობლებთან ერთად დიდი ყურადღებითა  და სიფრთხილით. ვითვალისწინებდით ბავშვთა ინტერესებს, კითხვის დონეს. ვიყენებდით საოჯახო და სასკოლო ბიბლიოთეკას. მოსწავლეები კითხულობდნენ სხვადასხვა ჟანრის წიგნებს, კლასში თანატოლებს უყვებოდნენ წაკითხული წიგნების შინაარსს და თან ურჩევდნენ თუ რატომ უნდა წაეკითხათ ეს წიგნი.
გაიზარდა ბავშვების დაინტერესება სკოლის ბიბლიოთეკით. მოსწავლეები ინდივიდუალურადაც სარგებლობდნენ  ბიბლიოთეკით  და საუბრობდნენ წაკითხულ ნაწარმოებებზე
                    დასკვნა
 როგორც უკვე ავღნიშნე, ყველაზე მნიშვნელოვანი უნარი, რომელსაც მოსწავლეები სწავლისას იძენენ კითხვის უნარია და იგი პირველივე საფეხურზე ხდება სწავლისა და სწავლების წინაპირობა.
სკოლაში ჩატარებული პრაქტიკული კვლევის საფუძველზე( კვლევა  მოიცავდა  პრობლემის შესწავლის , ცვლილების დაგეგმვა-განხორციელებისა და შეფასების ეტაპებს) შეგვიძლია დავასკვნათ რომ წაკითხულის გააზრების საჭირო უნარის ჩამოყალიბებაზე მასწავლებელთან ერთად ოჯახიც გადამწყვეტ როლს თამაშობს.ასევე კითხვის მიმართ დადებითი დამოკიდებულების ჩამოყალიბებაში მნიშვნელოვანია სწორად  და ასაკის შესაბამისად შერჩეული სხვადასხვა ტიპის ნაწარმოებების  გამოყენება, სასკოლო და საოჯახო ბიბლიოთეკით სარგებლობა.
კითხვის ძირითადი მიზანი ტექსტში მოცემული ინფორმაციის სწორად გაგება- გააზრებაა, რაც მეტად მნიშვნელოვანი უნარია და მასზე დამოკიდებულია ადამიანის წარმატება არამარტო სკოლაში, არამედ საზოგადოებაში.
 კვლევის პერიოდში კოლეგებს ვუზიარებდი შედეგებს. მშობლები ჩაერთვენ შეთავაზებულ აქტივობებში.
მიუხედავად იმისა, რომ ინტერვენციების განხორციელებამ შედეგი გამოიღო, საჭიროა მასწავლებლებმა ყოველთვის იზრუნონ მრავალფეროვანი, თანამედროვე სტრატეგიების გამოყენებით კითხვის უნარის გაუმჯობესებაზე. რასაკვირველია, ამ მეთოდებს ჩვენს საკლასო პრაქტიკაში აქტიურად გამოვიყენებთ. კარგი იქნება, თუ ამ კვლევას მიეცემა შემდგომი გაგრძელებაშემდეგ კლასებშიც






დანართები
კითხვარი მშობლებისათვის

გაქვთ თუ არა საბავშვო საოჯახო ბიბლიოთეკა?
o   კი
o   არა
კითხულობთ თუ არა შვილებთან ერთად?
o   რეგულარურად
o   ხშირად
o   იშვიათად
o   არასდროს
რა დროს უთმობთ ერთობლივ კითხვას?
o   10წთ
o   20 წთ
o   30წთ
როგორ არჩევთ წიგნებს შვილებთან ერთად თუ თქვენი სურვილით?
o   ჩემი სურვილით
o   შვილებთან ერთად
რამდენი წიგნია თქვენს საოჯახო ბიბლიოთეკაში?
o   10-დან 20მდე
o   20-დან 50-მდე
o   50-დდან 100-მდე
საუბრობთ თუ არა წაკითხულ წიგნებზე, პერსონაჟებზე თქვენს შვილთან ერთად?
o   კი
o   არა
როგორ ეხმარებით შვილებს ტექსტის კითხვის დროს?
o   ვუხსნი უცხო სიტყვებს
o   ვეხმარები შინაარსის გააზრებაში
o   დიდი ტექსტის დამუშავებაში


კითხვარი მოსწავლეებისათვის

 როგორი ჟანრის წიგნების კითხვა მოგწონს?
ა)ზღაპრების
ბ)მოთხრობების
გ) ლექსების
დ)საინფორმაციო ტექსტების

რა ხერხს მიმართავთ წაკითხულის უკეთ გასააზრებლად?
ა)ვიყენებ ნაცნობ სტრატეგიებს ტექსტის გასააზრებლად
ბ) უკეთ ვიაზრებ ილუსტრაციების დახმარებით
გ) დახმარებას ვთხოვ უფროსებს
დ)უკეთ ვიაზრებ როცა სხვა მიკითხავს

სარგებლობთ თუ არა სკოლის ბიბლიოთეკით?
ა) კი
ბ)არა

საუბრობ თუ არა მეგობრებთან წაკითხულ წიგნზე , პერსონაჟებზე?
ა)კი
ბ) არა

რა ხერხს მიმართავ თუ ვერ იაზრებ წაკითხულს?
ა)დახმარებას ვთხოვ მასწავლებელს
ბ) ვკითხულობ მეორედ/მესამედ

რა ხერხებს მიმართავ ინფორმაციის გადმოსაცემად
ა) ვადგენ გეგმას
ბ) ვაკეტებ ილუსტრაციას
გ)გადმოვცემ ტექსტს თხრობით



გამოყენებული ლიტრატურა:
ეროვნული სასწავლო გეგმა, ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრი, თბილისი, 2017-21;
„როგორ ვასწავლოთ კითხვა“  დაწყებითი კლასების პედაგოგებისათვის
გამოცდების ეროვნული ცენტრი, 2010 წ.
მოსწავლეთა წიგნიერებაPIRLS 2006-2016



რეფლექსია კვლევის გაზიარების შესახებ
სსიპ ოზურგეტის მუნიციპ. დაბა ნარუჯის საჯარო სკოლის მე-4 კლასში ჩავატარე კვლევა თემაზე“წაკითხული ტექსტის გააზრების პრობლემები და მისი გაუმჯობესების გზები“
     კვლევის მიზანი იყო დაწყებითი კლასები მოსწავლეებში ტექსტის გააზრებული კითხვისათვის აუცილებელი გზების ძიება.ამის შესახებ გავესაუბრე დაწყებითი საფეხურის მასწავლებლებს და აღმოჩნდა რომ მათაც აწუხებთ იგივე პრობლემა. ამიტომ გადავწყვიტე გამომეკვლია ეს პრობლემა, დამესახა ინტერვენციები და შედეგები გამეზიარებინა კოლეგებისათვის .მიმაჩნია, რომ მიღებული შედეგი დადებითია და საჭიროდ ჩავთვალე მისი კოლეგებისათვის გაზიარება.
კვლევა გრძელდებოდა 2018-19 სასწ.წლის  მეორე სემესტრში. კვლევის მიმდინარეობისას განვიხილავდი შედეგებს. აღმოჩნდა, რომ წაკითხულის გააზრებაში ხელისშემშლელი ფაქტორებია- ლექსიკური მარაგის სიმცირე, დიდი მოცულობის ტექსტები,ტექსტის ნაწილებს შორის კავშირის დამყარება,მშობელთა ნაკლები ჩართულობა კითხვის პროცესში
და მოსწავლეთა ნაკლები დაინტერესება კლასგარეშე საკითხავი ლიტრატურით.
გამოკითხვისას გამოვიყენე მშობელთა და მოსწავლეთა ანკეტირება, შედეგები წარმოვადგინე დიაგრამის სახით.
            ინტევენციების განხორციელებისას მშობელთა ნაწილი აქტიურად და ხალისით ჩეაება შეთავაზებულ აქტივობებში, გაიზარდა ბავშვების ინტერესი სკოლის ბიბლიოთეკის მიმართ, კითხვის სხვადასხვა სტრატეგიების გამოყენებამ ეფექტური გახადა წაკითხულის გააზრება. მოსწავლეები  დამოუკიდებლად იყენებდნენ კითხვის სტრატეგიებს, რამაც მნიშვნელოვნად აამაღლა მათი მოტივაცია.
კვლევის მიმდინარეობისას შედეგებს განვიხილავდი კოლეგებთან.კოლეგებმა გამოთქვეს სურვილი რეგულარულად ჩაეტარებინათ შეხვედრები, სადაც აზრებს გაუზიარებდნენ წაკითხულის გააზრების შესახებ ერთმანეთს, იმსჯელებდნენ გამოყენებული სტრატეგიების ეფექტიანობის შესახებ.
             ასევე  მნიშვნელოვანი იყო ისიც, რომ ჩემს მიერ განხორციელებული კვლევის შედეგები  გამოადგება კოლეგებს პრაქტიკის გაუმჯობესებასა და  უკეთესი შედეგების მიღებაში.
კვლევის სრული ანგარიში  კვლევის შედეგები გავუზიარე დანარჩენ კოლეგებს უმრავლესობა დადებითად განეწყო და ფიქრობს, რომ ალბათ კონკრეტული მეთოდები მუშაობა გარკვეული პერიოდის განმავლობაში წაკითხულის გაგება-გააზრების უნარის გასაუმჯობესებლად უკეთეს შედეგს მოიტანს, თუმცა ეს არ გამორიცხავს პარალელურად სხვა სტრატეგიების გამოყენებას. კოლეგებმა გამოთქვეს სურვილი, რომ აღნიშნულ მეთოდებს, კერძოდ ,პარტნიორულ კითხვას, საკუთარ კლასებშიც გამოცდიან.




16 комментариев:

  1. ხათუ,გიწერია კონკრეტულად,განსაკუთრებით მომეწონა დიაგრამები,რომლებიც
    ლოგიკურად არის აგებული.წარმატებები! <3

    ОтветитьУдалить
  2. საინტერესოა..განსხვავებული სტილია..კონკრეტულად არის ჩამოყალიბებული პრობლემა>> ყოჩაღ კოლეგა..წარმატებები))

    ОтветитьУдалить
  3. ხათუუ, ძალიან მომეწონაა, ლიგიკურად მსჯელობ და ნაწერი კარგადაა ორგანიზებული, წარმატებები❤

    ОтветитьУдалить
  4. ხათუუ, ძალიან მომეწონა შენი ნამუშევარი, ლოგიკურად მსჯელობ და ტექსტი კარგადაა ორგანიზებული, წარმატებები❤

    ОтветитьУдалить
  5. საინტერესო ნამუევარია. აღნიშნული პრობლემა ნამდვილად აქტუალურია. პრობლემის გაწყვეტისათვის შერჩეული მიდგომები და ინტერვენციები ინოვაციური და მისაღებია. წარმატებებს გისურვებ ხათუნა!

    ОтветитьУдалить
  6. ძალიან მომეწონა და გასათვალისწინებელია თქვენს მიერ განხორციელებული ინტერვენციები, ინოვაციური მიდგომები...წარმატებებს გისურვებთ....

    ОтветитьУдалить
    Ответы
    1. გმადლობთ, თქვენც ასევე წარმატებებს გისურვებთ

      Удалить
  7. ძალიან კარგი ნამუშევარია, მომეწონა და იგრძნობა,რომ გულით არის გაკეთებული

    ОтветитьУдалить
  8. კარგი ნამუშევარია ხათუნა. წარმატებები

    ОтветитьУдалить